სააღდგომო ლიტურგია

დეკანოზი შალვა: აღდგომის ღამეს მრევლი 21:00 სთ-მდე მოვა ეკლესიაში და 06:00 სთ-ის შემდეგ წავა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

დეკანოზ შალვა კეკელიას აზრით, კომენდატის საათის პირობებშიც შესაძლებელია მრევლი სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია დაესწროს ტაძრებში. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა. კეკელია ამბობს, რომ ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის 06:00 საათის შემდეგ წავლენ სახლებში.

"ჩვენ პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისთვის, არ ღალატობს. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა. თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში, ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა?" - ამბობს დეკანოზი შალვა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმდებეს ე.წ კომენდანტის საათი. აკრძალულია სამ კაცზე მეტის შეკრება. 

სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია 23:00 საათზე იწყება და დილამდე გრძელდება. 

პატრიარქის ბოლო მიმართვის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ეკლესია არ აპირებს წირვა-ლოცვების შეჩერებას და ზიარებაც კვლავ ერთი კოვზით მოხდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები