Covid-19-ის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპის ბიზნესი ყოველდღიურად $1 მილიონს კარგავს

დონალდ ტრამპი
Time

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბიზნესი ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემა თავის მასალაში საჯარო მასალებს და ვითარებაში გარკვეული წყაროს მონაცემებს ეყრდნობა.

გამოცემის ინფორმაციით, ფინანსური დანაკარგების გარდა პანდემიამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ოჯახის გეგმებს გაყიდოს ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო. პრეზიდენტის ოჯახის შემოსავლის დიდ ნაწილი უძრავ ქონებასთან, დასვენებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ ბიზნესებს მოაქვს.

ოჯახის კუთვნილი რამდენიმე დაწესებულება დროებით უკვე დაიხურა. ოჯახის ორგანიზაციებმა ნიუ-ორკის, ვაშინგტონის, ლას-ვეგასისა და ფლორიდის დაწესებულელებიდან უკვე დაითხოვა, ან, უხელფასო შვებულებაში გაუშვა თანამშროლმლების ნაწილი. 

ასევე, ცნობილია, რომ დატვირთვა ძალიან დაბალია ოჯახის კუთვნილ იმ სასტუმროებში, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ საქმიანობას. მაგალითად, მარტის ერთ-ერთ დღეს ვაშინგტონში მდებარე Trump International Hotel-ში 236-დან სულ 11 ნომერი იყო დატვირთული. 

დონალდ ტრამპის უფროსი შვილები, რომლებიც საოჯახო ბიზნესს მართავენ, ამ დროისთვის სწორედ ამ სასტუმროს გაყიდვას ცდილობენ, რომელიც ვაშიგტონის ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. 

როგორც ცნობილია, კომპანია მოლაპარაკებებს ორ მსხვილ პოტენციურ მყიდველთან აწარმოებდა, ხოლო გარიგების ფასი კი 250-300 მილიონ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ დროისთვის მოლაპარაკეკები უშედეგოდ დასრულდა და მოსალოდნელია , რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემის მოხსნამდე გარიგება არ შედგება. 

გამოცემის მასალაში წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესის ზუსტი მოგების შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ პრესტიჟული ოფისების გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შესაძლოა სასტუმროების ბიზნესდან კლებადი მაჩვენებლები გადაფაროს.

2019 წლის მონაცემებით ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის გოლფ კლუბიდან მიღებულმა მოგებამ 45 მილიონი დოლარი შეადგინა. 

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტთან ან მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები ვერ მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ეკონომიკის სტიმულირების  ტრილიონიანი პაკეტიდან, რომელიც მარტში მიიღებს. იგივე შეზღუდვა ვრცელდება კონგრესმენების, სენატორების ან მათთან დაკავშირებულ კომპანიებზეც. 

კომენტარები