კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 760 ადამიანი გარდაიცვალა

Forbes

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 4 668 ახალი შემთხვევა. 

ჯამში, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 115 242 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 915 კი გარდაიცვალა. 

ქვეყანა 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. შეზღუდვები, მინიმუმ, 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. 

იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი.

კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა - სულ 1,001,079 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 51,385 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 210,273.

კომენტარები