ონლაინ ვაჭრობა

გახარია ONLINE ვაჭრობაზე: ვინც დააკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, გააგრძელებს მუშაობას

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ონლაინ ვაჭრობის გაგრძელებას შეძლებს "ყველა ის კომპანია, რომელიც დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს."

"მოთხოვნა არის დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს," - ამბობს პრემიერი.

1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში დისტანციურად საკვების გარდა, ნებისმიერი საქონლის ყიდვა და მომსახურება აკრძალული იყო.

მას შემდეგ, რაც საკვების გარდა ყველა პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა და მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოხატეს, გიორგი გახარიამ ისიც თქვა, რომ "მათ ასაკრძალად საკმარისი არგუმენტი არსებობს" და რომ "უნდა მოვითმონოთ 2 კვირის განმავლობაში პლეერის ყიდვის გარეშე".

თუმცა, 2 აპრილიდან ამოქმედებული დადგენილებით რიგი პროდუქციით ვაჭრობა მაინც დასაშვები გახდა.

  • დაუშვა თუ არა მთავრობამ ნაწილობრივ ონლაინ ვაჭრობა? - ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები