ეკლესია და კორონავირუსი

ცქიტიშვილი: აღდგომის ღამეს ტაძარში შეკრებით/გადაადგილებით კომენდანტის სთ-ის წესი დაირღვევა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, აღდგომის ღამეს ეკლესიაში მრევლის შეკრებით კომენდანტის საათის წესები დაირღვევა.

ცქიტიშვილი პასუხობს კითხვას, დაირღვევა თუ არა კომენდანტის საათის წესები თუ აღდგომის ღამეს მრევლი ეკლესიაში 21:00 საათამდე შეიკრიბება და დილამდე დარჩება:

"პასუხი თქვენს კითხვაზე არის, რომ რა თქმა უნდა დაირღვევა კომენდანტის საათი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ეს იქნება ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში და რა თქმა უნდა, თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე," - ამბობს ცქიტიშვილი. 

ცქიტიშვილის თქმითვე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავიცვათ ყველა დადგენილი რეგულაცია მკაცრად და ზედმიწევნით, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მათი მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ.

საქართველოს საპატრიარქო არც ზიარების წესს ცვლის და არც წირვა-ლოცვებზე მრევლის შეკრებას წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და სამ კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია.

ზოგიერთი მღვდელი ამბობს, რომ საგანგებო სიტუაცია ეკლესიებს არ ეხება და აღდგომის ღამესაც ლიტურგიის ჩატარებას ჩვეულებისამებრ აპირებენ. დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, აღდგომის ღამეს ხალხი ტაძრებში, 21:00 საათზე მივა და დიალმდე დარჩება. 

საპატრიარქომ დღეს ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც ეკლესიაში დისტანციის დაცვას, ხატების გაწმენდას და ლოცვების დაწყების დროის ცვლილებას ეხება. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები