პენიტენციური სამსახური

ე.წ მატროვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, ყველა პატიმარი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 27 მარტს გამოსცა. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ე.წ მატროვოსის ციხე მოძველებულია.

"დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. 1 მაისიდან, ლიკვიდირებული N9 დაწესებულება N12 დაწესებულებას შეურთდება" - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

კომენტარები