კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში COVID-19-ით ერთ დღეში 525 ადამიანი გარდაიცვალა - ყველაზე ნაკლები ბოლო ორ კვირაში

Reuters

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 525 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

იტალიის სამოქალაქო დაცვის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იკლებს ჰოსპიტალში პაციენტთა რაოდენობა და იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. 

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 15 887 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 128 948 პირი - მათგან 21 815 გამოჯანმრთელდა. 

ევროპის ქვეყნებს შორის, კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში გარდაიცვალა. ესპანეთში გარდაცვლილია 12 418.

იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. 

ქვეყანა 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. შეზღუდვები, მინიმუმ, 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. 

კომენტარები