2020 წელს გარდაცვლილები

თურქი მუსიკოსი ჰელინ ბოლეკი 288-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

Stockholm Center for Freedom

28 წლის ასაკში, თურქი მუსიკოსი, ჰელინ ბოლიკი, ბენდის Grup Yorum წევრი, 288-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.

თურქეთის ხელისუფლებამ მემარცხენე შეხედულებების ფოლკ ბენდს კონცერტების გამართვა 2016 წელს აუკრძალა. მათ ბრალად სამხედრო მარქსისტულ დაჯგუფებასთან DHKP-C კავშირი ედებოდათ, DHKP-C-ს თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. გასული წლების განმავლობაში ბენდის წევრები რამდენჯერმე დაარბიეს და დააპატიმრეს.  

2019 წელს, პატიმრობაში მყოფმა ბოლიკმა ბენდის ორ წევრთან ერთად, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მოშიმშილეები კონცერტების გამართვაზე აკრძალვის მოხსნას და ერდოღანის მთავრობის მიერ მათი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. თებერვალში ბოლიკი გაანთავისუფლეს, მაგრამ მუსიკოსმა შიმშილი არ შეწყვიტა.

ამ დროისთვის Grup Yorum-ის კიდევ ორი წევრი პატიმრობაშია და შიმშილს აგრძელებს.

კომენტარები