კორონავირუსი საქართველოში

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 2 თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

0 კომენტარი

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას ინფრომაციით, კლინიკის 2 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბექაია განმარტავს, მედპერსონალის მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მისივე თქმით, მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდა შეხება, ყველას სია შემდგაირია და კლინიკის 5 თანამშრომელი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, ასევე ის პაციენტები, ვისთანაც კლინიკის თანამშრომლებს ჰქონდათ შეხება, - "თუმცა მათი მომსახურების არეალი მცირეა".

მარეხი ბექაიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისგან გადაედოთ კლინიკის თანამშრომლებს COVID 19.

"ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ იმდენად მცირე დროა გასული, შესაძლოა, ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო ანუ, მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლენილიყო.

გუშინ ეპიდოლოგებთან შეთანხმებით შეჩერებული იყო მიღება კლინიკაში, სანამ არ განისაზღვრა მომსახურე პერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც ღამე გაიხსნა კვლავ მიღება", - ამბობს ბექაია.

სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა, მათგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები