სელენა გომესი

სელენა გომესი: ბიპოლარული აშლილობა დამიდგინდა, მაგრამ არ შემშინებია

Glamour

ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს სელენა გომესს ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა. 

გომესმა მეგობარ მაილი საირუსთან ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც დიაგნოზის შესახებ ისაუბრა.

"ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ ფსიქიატრიულ დაწესებულებას მივმართე..., განვიხილეთ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები და მივედით იმ აზრამდე რომ ბიპოლარული აშლილობა მაქვს. ფაქტის წინაშე დამაყენეს, მაგრამ არ შემშინებია,"-ამბობს მომღერალი.

ბოლო პერიოდში გომესმა ალბომი Rare გამოუშვა და ვუდი ალენის უკანასკნელ ფილმში A Rainy Day in New York ითამაშა.

კომენტარები