ეკონომიკა

ეკონომისტები რუსეთში ორწლიან ეკონომიკურ რეცესიას ვარაუდობენ

0 კომენტარი

რუსეთის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2020-2021 წლებში რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 4,2%-ით შემცირდეს. 

კვლევის ერთ-ერთ ავტორი პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის ძმა, დიმიტრი ბელოუსოვია. კვლევაში შემუშავებულია ორი სცენარი ოპტიმისტური - რომელშიც მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების მასშტაბური პაკეტი უნდა შეიმუშავოს და პესიმისტური - რომლის მიხედვითაც მთავრობის მოქმედებები ძირითადად ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ იქნება მიმართული. 

იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთის მთავრობა უპრეცენდენტოდ მასშტაბურ სტიმულირების გეგმას შეიმუშავებს 2020-2021 წლებში რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ფაზაში გადავა. ოპტიმისტურ სცენარში 2020 წელს რუსეთის ეკონომიკა 2,3-2,5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 0,5-0,8%-ით. ამგვარად ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკამ შესაძლოა მოცულობის 3,3% დაკარგოს. 

კვლევის მიხედვით, 2022 წლიდან რუსეთის ეკონომიკა უმნიშვნელო ზრდას დაუწყებს, მოსალოდნელი პროგონოზი 0,6-1%-მდეა. ამ სცენარის მიხედვით, ვლადიმერ პუტინის სტრატეგიული გეგმა ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების შესახებ კიდევ 3 წლით გადაიდება. 2017 წელს რუსეთის ხელისუფლება 2020 წლისთვის 3%-იანი ეკონომიკური ზრდას გეგმავდა. 

კვლევის მიხედვით, ეკონომიკის აღდგენის პროცესი მომდევნო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. 

რაც შეეხება პესიმისტურ სცენარს, რომელშიც მთავრობა მხოლოდ ეკონომიკის სტაბილაზიციისკენ მიმართულ ზომებს მიიღებს აქ შესაძლო დანაკლისი კიდევ უფრო დიდია. პესიმისტურ სცენარში 2020 წელს რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 3-3,3%-ით შემცირდეს, ხოლო 2021 წელს 0,8-1%-ით. 

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდა ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, რუსეთისთვის მიმდინარე კრიზისია დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდება, რადგანაც "საკარანტინო შოკს" ნავთობის დაბალი ფასები ემატება. 

"ნავთობის ფასებზე მჭიდროდ დაკავშირებულ, ზრდის რესურსის არ მქონე ეკონომიკურ მოდელში, ნავთობზე ფასების ვარდნა ნიშნავს, რომ მთელი რიგი ბიზნესები და ორგანიზაციები ვერ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს", — ნათქვამია კვლევაში. 

უნდა ითქვას, რომ კვლევაში ჩადებული ნავთობის საორიენტაციო ღირებულება ისედაც საკმაოდ მაღალია. სცენარი გაწერილია იმ მოცუმულობაზე, რომელშიც რუსული ნავთობის ფასი 35-40 დოლარის ფარგლებში მერყეობს, შედარებისთვის წინა კვირაში რუსული ნავთობის ფასი 11-13 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 

აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასების შესაძლო ზრდა ეკონომიკურ პროგნოზზე დადებითად ვერ აისახება. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები