საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მრევლი სამების ტაძარში ხარების ლიტურგიას ესწრება

ტვ პირველი

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამების ტაძარში ეპისკოპოსები ხარების ლიტურგიას მრევლი ესწრება.

ლიტურგიას პატრიარქის მოსაყდრე, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აღავლენენ.

სამების საკათედრო ტაზარში არ იმყოფება კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, ლოცვებს არ აღავლენს. 5 აპრილს საპატრირქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ "წინ ბევრი დღესასწაულია და რომ პატრიარქი წირვას 7 აპრილს ჩაატარებს", თუმცა, ილია II ტაძარში არც დღეს გამოჩენილა.

ლიტურგია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. ლიტურგიას მოქალაქეებიც ესწრებიან.

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი, აკრძლულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

თუმცა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მორწმუნეები აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას.


ფოტო: პირველი არხი


ფოტო: პირველი არხი

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომლითაც მსოფლიოში 1 300 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 60 000-ზე მეტი კი დაიღუპა. სხვადასხვა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, შეჩერებულია ფრენები, დაკეტილია მაღაზიები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები. საქართველოში მუშაობას მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები აგრძელებენ, მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

პაპი ფრანცისკე მრევლის გარეშე წირავს, სხვადასხვა ქვეყნის საპატრიარქოებმა, ასევე მსოფლიო საპატრირქომ ცარიელ ტაძრებში წირვის და მათი დისტანციურად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქო უკან დახევას არ აპირებს და გეგმავს, ეპიდემიის და მოქალაქეების დაინფიცირების დიდი საფრთხის მიუხედავად, წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

კომენტარები