სალომე ზურაბიშვილი

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

შეწყალებული მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

კომენტარები