კორონავირუსი ბელგიაში

ბელგიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 035-მდე გაიზარდა

EPA

ბელგიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 035-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექციით 403 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა ინფიცირების 1 380 ახალი შემთხვევა, სულ კი COVID 19-ით 22 194 პირი დაინფიცირდა, აქედან 4 157 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 260 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

7 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, მსოფლიოშო ახალი კორონავირუსით 1 358 943 დადასტურებული შემთხვევაა აღწერილი, გამოჯანმრთელებულია 290 643 ადამიანი, გარდაიცვალა - 75 896.

კომენტარები