კორონავირუსი საქართველოში

აგრარული ბაზრობების დახურვის შედეგად, შემოსავლის გარეშე 45 ათასი მოქალაქე დარჩა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ბაზრობებზე დასაქმებულ მოქალაქეებში. 

საქსტატის მიერ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აგრარულ ბაზრობებზე სულ 45,100 ადამიანია დასაქმებული. სწორედ ამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა საქართველოში სულ 208 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, აქედან 64 თბილისშია განთავსებული. წილობრივად თბილისში მთლიანად ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანიების 44% მოდის. დედაქალაქში ბაზრობებზე ჯამურად 20 ათასზე მეტი მოქალაქე საქმიანობს. 

გასული წლის ოქტომბერში საქართველოს აგრარულ ბაზრობებზე ჯამურად 302 მილიონი ლარის პროდუქცია გაიყიდა. 

კომენტარები