პარიზი თბილისის რეისი

საქართველოს საელჩო საფრანგეთში 16 აპრილს დაგეგმილ რეისზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში 16 აპრილს დაგეგმილ პარიზი-თბილისის რეისისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12 : 30 საათზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის (Roissy-Charles-de-Gaulle) 2A ტერმინალიდან.

რეგისტრაცია დაიწყება 10სთ-სა და 15 წთ-ზე და დასრულდება ზუსტად 11 სთ-სა და 45 წუთზე.

აღნიშნულ ავიარეისზე ბილეთების შეძენა მოქალაქეებს შეეძლებათ 14 აპრილიდან, რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ავიახაზების ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბილეთის ფასია 199 ევრო.

საელჩოს ინფორმაციით, მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

კომენტარები