კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში - 208

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. დადასტურდა ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა. მათგან 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

კარანტინის რეჟიმში 4 674 ადამიანია, სტაციონარში - 362. 

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები