კორონავირუსი გერმანიაში

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

Thomas Kienzle/AFP/Getty Images

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიხვი 107 663-მდე გაიზარდა.

აქედან 2 016 პირი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 36 081, ხოლო 4 895 ადამიანის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.

გამოცემა "როიტერის" ცნობით, ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსული ინფექციით 254 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4003 ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა.

8 აპრილის დილის მონაცემებით, მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირების 1 432 984 შემთხვევაა აღწერილი, აქდან 302 324 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 82 134 პირი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ გერმანიაში ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქვეყნებს.

გერმანიის დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელს სამი ძირითადი მიზეზი აქვს - ტესტირება, გამართული ჯანდაცვის სისტემა და დაინფიცირებულთა დაბალი საშუალო ასაკი.

გერმანია იმაზე მეტ ტესტს ატარებს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან (მაგ. იტალია, შვედეთი), ტესტები არ უტარდებათ მხოლოდ იმათ, ვინც საავადმყოფოებში მიდიან და სიმპტომებს ავლენენ.

აგრესიული ტესტირების საშუალებით გერმანიას საშუალება აქვს გამოავლინოს ისეთი დაინფიცირებულებიც, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. ამგვარად, იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულების აღრიცხვის მაჩვენებელი, მაგრამ რადგანაც მათი შედარებით დიდი ნაწილი მოდის მსუბუქ შემთხვევებზე, გარდაცვალების წილი მცირეა. განსაკუთრებით ხშირად უტარდებათ ტესტები სამედიცინო პერსონალს.

თუ რატომაა გერმანიაში COVID 19-ით გარდაცვლაების დაბალი მაჩვენებელი, სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები