სახელმწიფო ინსპექტორი

ფოთში პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს, საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს

0 კომენტარი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ფოთში, 3 პოლიციელის მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების საქმეს იძიებს.

მთავარი არხის ცნობით, ფოთში, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული პოსტის ავტორ 44 წლის ვლადიმერ ივანოვს პოლიციელებმა სახლში მიაკითხეს, მოტყუებით გამოიყვანეს და სასტიკად სცემეს. არხს ივანოვის დედამ უთხრა, რომ მის შვილს 2 კაცი კასტეტით სცემდა, ერთი კი ვიდეოს უღებდა.

"სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსულების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, რამაც ვლადიმერ ივანოვის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია", - ამბობს გამომძიებელი ვლადიმერ ხურციძე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჯერჯერობით უარს ამბობენ, დააზუსტონ, უკავშირდება თუ არა მომხდარი ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ პოსტს.

პარალელურად კი, სანამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები მომხდარზე მუშაობდნენ, სხვა 2-მა ადამიანმა მათი მანქანის მოპარვა სცადა. ერთი მათგანი დააკავეს, მეორემ მიმალვა მოახერხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები