ამბერ ჰერდი

სამხილების გაყალბებისთვის ამბერ ჰერდს შესაძლოა პატიმრობა მოუწიოს

0 კომენტარი
ფოტო: Skincare Edit

IBTimes-ის ინფორმაციით, რომელიც ჯონი დეპის ადვოკატების განცხადებას ეფუძნება, ამერიკელ მსახიობს ამბერ ჰერდს სამხილების ფალსიფიკაციის გამო შესაძლოა პატიმრობა მოუწიოს. 

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის განქორწინების პროცესი 2016 წელს დაიწყო. ჰერდი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა და სასამართლოზე ჩალურჯებული თვალით მივიდა. იურისტების განცხადებით, არსებობს რამდენიმე დღით ადრე გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჰერდს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. იმავე დღეს ჰერდი შეხვდა მსახიობ ჯეიმს ფრანკოს. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ფრანკო სასამართლოში მოწმის სტატუსით წარსდგეს.

საქმეში ჰერდის კიდევ ერთი საეჭვო ჩვენება ფიგურირებს. მსახიობის თქმით, 2015 წლის დეკემბერში, ჯეიმს კორდენის შოუში გამოჩენამდე, დეპი მას ფიზიკურად გაუსწორდა. მის სიტყვებს უარყოფს პირადი სტილისტი, რომელიც ჰერდის გარეგნობაზე იმ პერიოდში ზრუნავდა. ჩალურჯებები, ჭრილობები, ან სხვა კვალი სტილისტს მსახიობის სხეულსა და სახეზე არ შეუმჩნევია.

გარდა ამისა, არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჰერდი დეპს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და შემდეგ მისი მიმართულებით ჭურჭელს ისვრის.

ჯონი დეპი დაიცვა ყოფილმა მეუღლემ ვანესა პარადიმ და დიდი ხნის პარტნიორმა უაინონა რაიდერმა. მათი განცხადებით, მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში დეპს არც ერთ მათგანზე არ უძალადია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამბერ ჰერდს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები