სამხრეთ კორეაში 91 პაციენტს, რომლებიც განკურნებულად მიიჩნეოდნენ, Covid-19 კვლავ დაუდასტურდა

Reuters

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, 91 შემთხვევა აღრიცხეს, როდესაც მიაჩნდათ, რომ პაციენტი ახალი კორონავირუსისგან განკურებული იყო, თუმცა ტესტით ვირუსი კვლავ დაუდასტურდათ.

მისი თქმით, შესაძლოა ვირუსის ხელახლა გააქტიურება მოხდა და არა მისი ხელახლა გადადება. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს ამას. შემთხვევებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

მიმდინარე კვირამდე კორეაში მსგავსი 51 შემთხვევა იყო აღრიცხული, ერთ კვირაში კი ვირუსის ხელახლა გამოვლენის შემთხვევები 91-მდე გაიზარდა.

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე ტესტის შეცდომასთანაც გვქონდეს. ნაწილი კი თვლის, რომ ამგვარად ხელახლა გამოვლენილ შემთხვევებში ვირუსი, შესაძლოა, აღარ იყოს საშიში და გადამდები.

სამხრეთ კორეაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 10,450 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 208 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 7,117.

კომენტარები