ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 17 აპრილამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან 15 აპრილის საღამომდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, 15 აპრილს, დღის ბოლოდან 16 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 13-15 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 16 აპრილს გაწვიმდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 17 აპრილიდან თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

კომენტარები