მოსკოვის რაიონში მდებარე ეკლესიები მრევლისთვის დაიხურა

მოსკოვსა და ქალაქის რაიონში მდებარე ეკლესიები მრევლისთვის დაიხურა. რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეზღუდვა ძალაში დღეიდან, 13 აპრილიდან შედის. 

როგორც ცნობილი ხდება, გადაწყვეტილება მოსკოვის ეპარქიამ სახელმწიფო სანიტარული სამსახურის მოთხოვნის შემდეგ მიიღო. დამატებითი სანიტარული და ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების გატარების მიზნით, სახელმწიფო აპარატმა ეპარქიას 13-დან 19 აპრილის ჩათვლით მრევლისთვის ეკლესიების დახურვა დაავალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვის მოქმედების ვადა შემდგომში შესაძლოა გახანგრძლივდეს. 

დაწესებული შეზღუდვის თანახმად, ღვითმსახურებას ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები და საეკლესიო საქმიანობასთან დაკავშირებული პირები დაესწრებიან. 

რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ახალი კორონავირუსი მოსკოვის საპატრიარქოს 18 სასულიერო პირს გამოუვლინდა.

კომენტარები