IMF: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის.

შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე სპეციალურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებულ ანტი-კრიზისულ გეგმებს ეხება.

ამ თემაზე განცხადებები საქართველოს მთავრობიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ტაბულა დაუკავშირდა მთავრობის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ თემაზე განცხადებას მთავრობა ხვალ გააკეთებს. 

როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამია, კომპენსაციას იმ მოქალაქეებს გადაუხდიან, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო, მათი დასაქმების ადგილები დაიხურა. ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს იმ ბიზნესებსაც, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა 9 ძირითად საკვებ პროდუქტის მარაგებს შექმნის, რომლის ფასის სუბსიდირებასაც ახდენს. ფონდის ინფორმაციით ჯამურად მთავრობა 50 მილიონი ლარის ბრინჯს, მაკარონს, მზესუმზირის ზეთს, ხორბალს, შაქარს, რძის ფხვნილს, ფქვილს, ლობიოსა და წიწიბურას შეიძენს.

ფონდის ანგარიშშია საუბარია, ასევე, მთავრობის მიერ გადადგმულ სხვა ანტი-კრიზისულ ნაბიჯებზეც, მათ შორის დასაბრუნებული დღგ-ს გაორმაგებაზე, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებაზე.

კომენტარები