საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გახანგრძლივდა

ემანუელ მაკრონი
CNN

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 მაისამდე გახანგრძლივდება. 

მაკრონის თქმით, მსგავსი ზომები ვირუსთან ეფექტურად გამკლავების საშუალებას იძლევა. "ეს აუცილებელია, რათა შევამციროთ ვირუსის გავრცელება, გავათავისუფლოთ საჭირო ადგილები რეანიმაციებში და სამედიცინო პერსონალმა მოიკრიბოს საჭირო ძალები", — განაცხადა მაკრონმა. 

მაკრონის თქმით, 11 მაისის შემდეგ, ხელისუფლება ეტაპობრივად დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს. პრიორიტეტი პირველ რიგში სასწავლო პროცესის აღდგენა იქნება. 

ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 2673 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 574 პაციენტი. 13 აპრილის მონაცემებით, რეანიმაციებში ჯამურად 6,821 პაციენტი იმყოფება.

ეპიდემიის გავრცელების მომენტიდან დღემდე, საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 98,076 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 14,967 პაციენტი.

კომენტარები