კორონავირუსი და ეკლესია

გახარია აღდგომაზე: კანონი არ დაირღვევა, ეკლესია არ უნდა დაიხუროს, ოქროს ბალანსს ვეძებთ

"სახელმწიფოს პოზიციაა, რომ კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა, კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს" - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მოლაპარაკებებზე თქვა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, "როცა რაღაც შეთანხმებები შედგება, შეიძლება, ხვალ იყოს საერთოდ სხვა გარემო, ეს არის პროცესი, რომელიც ერთი საათის განმავლობაში სრილად შეიძლება შეიცვალოს". მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

"გარდა ამისა, სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის.

არ მინდა ამ თემაში ღრმად, დეტალებში წასვლა. მინდა დაგარწმუნოთ, სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე, სახელმწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობის ნაწილში, ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში და კანონის დარღვევის მნიშვნელობის ნაწილში, ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. გამოწვევა გახლავთ, ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად, თითქმის ყოველდღიურად ვმუშაობთ. პირველ რიგში არის ადამიანების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, სახლმწიფო ინსტიტუტები და კანონი. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ყოველთვის ასე გვიწევდა ბალანსის პოვნა და ვიპოვნით ეკლესიასთან ერთად" - ამბობს გახარია.

კომენტარები