ახალი კორონავირუსი საქართველოში

14 აპრილს ბოლნისში Covid 19 სასწრაფოს 5 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლნისში ახალი კორონავირუსი სასწრაფოს 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათგან ერთი ექიმია, ორი - ექთანი, ორი - მძღოლი.

ამ შემთხვევის გამო, ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამსახურმა ფუნქციონირება შეწყვიტა. რაიონს დმანისის და მარნეულის სასწრაფო დახმარების სამსახურები ეხმარება.

14 აპრილს ბოლნისში მთლიანობაში ახალი კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლნისი, ისევე როგორც მარნეული, 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია. ქალაქები ჩაკეტილია, გადაადგილებას მხოლოდ სასწრაფო დახმარების და დისტრიბუციის მანქანები ახერხებენ.

კომენტარები