ახალი კორონავირუსი

აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა

0 კომენტარი

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას შეუჩერებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აშშ ორგანიზაციის საწევრო შენატანებს აღარ გადაიხდის. 

ტრამპის თქმით, შესაბამისი განკარგულებები ადმინისტრაციამ უკვე მიიღო. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. 

"ჩემს ადმინისტრაციას უკვე მივეცი შესაბამისი ინსტრუქციები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. ფინანსირება შეწყდება, სანამ არ იქნება მზად ორგანიზაციის მიერ დაუდავრად გაწეული საქმიანობის კვალიფიციური შეფასება. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლო ადექვატური ინფორმაციის მოპოვება და ამ ინფორმაციის დროული გავრცელება", — ამბობს დონალდ ტრამპი.

ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოქმედებებს ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებდა. ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთის ხელისუფლების დეზინფორმაციას გადაუმოწმებლად ენდობოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები