უბედური შემთხვევა

თბილისში ქალი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიის გასროლის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე, სავარუადოდ, ბრმა ტყიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქალი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა.

ტაბულას შსს-ში მომდარი ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე უწყება ჯერჯერობით არ საუბრობს.

უბედურ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები