კრიმინალი

პროკურატურა: მესტიაში, მულახის ერთმა მესაზღვრემ მეორე მოკლა, ბრალდებულს ვეძებთ

flickr

მესტიის რაიონის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლის შედეგად ერთი მათგანი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა. 
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები