The Great

მინისერიალის The Great თრეილერი გამოვიდა

Deadline

სტრიმინგ სერვისმა Hulu ახალი კომედიური სერიალის The Great თრეილერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის ცენტრში რუსეთის მომავალი იმპერატორი, ეკატერინე მეორეა. მონარქის როლს ელ ფენინგი ასრულებს. ეკატერინეს ქმარს - პეტრე მესამეს, მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ანსახიერებს. 

სერიალის შემქმნელების განცხადებით შოუ მოკლებულია ისტორიულ სიზუსტეს და უბრალოდ კარგი კომედიაა.

ფსევდოისტორიული კომედიის პრემიერა მიმდინარე წლის 15 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები