კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 25 ახალი შემთხვევა აგრესიული კვლევის გამოა, იმედია, ეს შედეგი აღარ იქნება

0 კომენტარი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ, 24 აპრილს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა. როგორც ეზუგბაია ამბობს, დღე-ღამის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა, სწორედ აგრესიული კვლევის შედეგია.

ეზუგბაია იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება. 

"გუშინდელი დღე იყო დღე, როცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.

ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 4 ახალი პაციენტია, მათგან 2 - მოზარდი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კრიტიკული პაციენტები არ იმყოფებიან, 17 პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, დანარჩენს კი საშუალო ან პნევმონია საერთოდ არ აღენიშნებათ. 

"24 საათის განმავლობაში ჩვენთან შემოვიდა 4 ახალი პაციენტი. 2 არის მოზარდი. მათი მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა, ერთს აქვს ტემპერატურა 37.3, მეორეს კი ტემპერატურა საერთოდ არ აქვს და ჩივილებიც უმნიშვნელოდ გამოხატულია. ჯამში ჩვენთან 9 მოზარდი მკურნალობს", - თქვა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას თქმით, 4 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო სამთან არის ბოლნისის შემთხვევა და ერთი არის უცნობი, რომლის წყაროს მოძიებაც მიმდინარეობს. 

საქართველოში 25 აპრილის დილას კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს გამოუვლინდა. ამ მონაცემებით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 949 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები