სააკაშვილი უკრაინაში

იონათამიშვილი: სააკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე აისახება

ინტერპრესნიუსი

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, იმედს გამოთქვამს, რომ მის უკრაინელ კოლეგებს "კეთილგონიერება ეყოფათ" და ვიცეპრემიერის პოსტზე მხარს არ დაუჭერენ მიხელ სააკაშვილის კანდიდატურას, რომელიც საქართველოში დამნაშავედაა ცნობილი და ძებნილია. 

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ საპირისპირო გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე აისახება:

"მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეყოფათ გონიერება ჩვენს უკრაინელ კოლეგებს და სააკაშვილის კანდიდატურა არ იქნება მხარდაჭერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, ეს აისახება ჩვენი მეგობარი ქვეყნების ურთიერთობაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და გასაფრთხილებელია", - ამბობს რატი იონათამიშვილი.

25 აპრილს, ასევე, გავრცელდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის რადას სპიკერისთვის, დმიტრო რაზუმკოვისთვის გაგზავნილი წერილი. თალაკვაძე წერს, რომ სააკაშვილის ვიცეპრემიერის პოსტზე დანიშვნა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს ჩრდილს მიაყენებს.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, მიიღოს შემოთავაზება.

კომენტარები