ოჯახში ძალადობა

გურიაში 17 წლის ცოლის ცემისთვის 25 წლის კაცი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა ცოლს - 2003 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები