კორონავირუსი საქართველოში

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თეთრიწყაროს სოფლები არ ჩაიკეტება.

მისივე თქმით, ჩაკეტვის გადაწყვეტილება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის, რადგან მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება.... შესაბამისი პოლიციური და თავდაცვის დანაყოფებმა შეისწავლეს გეოგრაფია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი",- თქვა მან რუსთავი 2-თან საუბარში და აღნიშნა, სამ სოფელში ვირუსის ერთეული შემთხვევებია და ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს. 

თეთრიწყაროში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 15 სამედიცინო პერსონალია. 

პაატა იმნაძის თქმით, მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. 

კომენტარები