აშშ-საქართველო

"გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ნახვა" - ელჩი საოკუპაციო ხაზთან

0 კომენტარი
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. როგორც დეგნანი ამბობს, მას პირველად მიეცა შესაძლებლობა, მისულიყო საოკუპაციო ხაზთან. 

ელჩის თქმით, როდესაც ხედავს, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად რწმუნდება, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. 

"საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები იმ ხელშეკრულებით, რომელიც მის მიერაა ხელმოწერილი", - თქვა დეგნანმა. 

ელჩის თქმით, ბოლო პერიოდში აღრიცხული საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია და ეს ერთერთი მიზეზია, რის გამოც ის საოკუპაციო ხაზთან მივიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, რა ხდება იქ. 

"განსაკუთრებით კორონავირუსის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე მცოცავი ოკუპაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია
ამგვარი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ნახვა", - თქვა კელი დეგნანმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები