კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: covid 19-ით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 72 წლის ქალია, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა

ფორმულა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის, ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს. 

რატიანის თქმით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა:

"ძირითადი დიაგნოზი არის კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით, სეფსისი, სეპტიური შოკი. ანამნეზი დატვირთულია ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზით ქალბატონს აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, მეორე-მესამე კლასის არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე"- ამბობს რატიანი. 

2 მაისს, დილით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი.

კარანტინში 5152 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 551

კომენტარები