ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ცენტრის დირექტორი მარნეულზე: უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери

newposts.ge

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა (ზაალ) აბაშიძე, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით წერს: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

ზაზა აბაშიძე

მოგვიანებით ზაზა აბაშიძემ კვლავ დაწერა:

"კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზეერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტაბულას უთხრეს, რომ კომენტარს ხვალ გააკეთებენ, რადგან ზაზა აბაშიძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისას, 2015 წელს, პარალელურად რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ცენტრის თავმჯდომარეა ზაზა აბაშიძე, ხოლო წევრები - ანა ბოხუა, ნატალია ბურლინოვა, მარია ლიამცევა და ნატალია წერეთელი. ცენტრი 2013 წელს დააფუძნა ა.მ გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა.

გორჩაკოვის ფონდი 2010 წლის 2 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, "საჯარო დიპლომატიის ხელშეწყობის" მიზნით შეიქმნა. ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი - რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. გორჩაკოვის ფონდი გასცემს გრანტებს, ატარებს სემინარებს, კონფერენციებს და ხელს უწყობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს რუსეთში. საქართველოში გახსნილი აქვს რუსული ენის შემსწავლელი კურსები. ასევე, რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში, ორგანიზება გაუწია ქართველი ახალგაზრდების რუსეთში ვიზიტსა და შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გრიგორი კარასინთან;  საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში ფედერაციის პრეზიდეტის წარმომადგენელ - მიხეილ შვიდკოისთან; პოლიტიკის ანალიტიკოსთან ფიოდორ ლუკიანოვთან; ტელეწამყვან სერგეი ბრილოვთან და ა.შ. 

კომენტარები