შსს

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა

Kutaisi Post

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შემთხვევა, დაახლოებით, 20:00 საათისთვის მოხდა. 12 წლამდე გოგო საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

"ფაქტობრივად არცერთი კიდური საღი არ აქვს. საცოდაობა დატრიალდა. ბავშვი, რთული სათქმელია, მაგრამ მთლიანად დეფორმირებულია. უმძიმეს მდგომარეობაში ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს", - უთხრა თვითმხილველმა ქუთაისი პოსტს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან არ გაქცეულა და ის პოლიციას თავად ჩაბარდა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

კომენტარები