მადონა

მადონა: ტესტირება ჩავიტარე და ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმომაჩნდა

მადონას თქმით, მან ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა და ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.

პოპ ვარსკვლავმა ამის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, რომელიც მისი "კარანტინის დღიურების" სერიის ნაწილია.

"მე ტესტირება ჩავიტარე და აღმოვაჩინე, რომ ორგანიზმში ანტისხეულები მაქვს. ამიტომ, ხვალ მანქანით გრძელ გზაზე წავალ, ფანჯრებს ჩამოვწვევ და ჩავისუნთქავ COVID-19-ის ჰაერს.

იმედი მაქვს, მზე ანათებს. არ ველოდი, რომ რამეს დავწერდი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, რისი დაწერა ან თქმა მინდა", - ამბობს მომღერალი ვიდეოში.

Instagram-ის წინა პოსტში, რომელიც მადონამ "კარანტინის მეცხრე დღით" დაასათაურა, მომღერალმა თქვა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიძაშვილი და ორი მეგობარი გარდაეცვალა. მას არ დაუზუსტებია, რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი.

"გასული 24 საათის განმავლობაში, ჩემი ბიძაშვილი გარდაიცვალა, ჩემი დაცვის ძმა გარდაიცვალა. და ორლენდა პუერტა დაიღუპა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში", - ამბობდა მომღერალი.

---

ანტისხეულების ტესტებით შესაძლებლია გაგება, თუ ვის აქვს გადატანილი ვირუსი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულს ახალი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი სავარაუდოდ უკვე გამომუშავებული აქვს და მას ხელახლა დაინფიცირებისგან იცავს. ასევე აღსანიშნავია, რომ უცნობია, რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი. ამასთან ერთად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ადამიანი მეორეჯერ არ დაინფიცირდება, თუმცა ვირუსგადატანილი ადამიანი მეტად გამძლეა.

კომენტარები