ზაზა აბაშიძის კომენტარი

აბაშიძე: ბოდიში მოიხადონ, ვინც ჩემი ნაწერი ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა

newposts.ge

"როგორც ჩანს ამ ვაი-პოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ქართული ანდაზისა არ იყოს „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო", - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე facebook-ზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე კრიტიკას ეხმაურება. აბაშიძე მოუწოდებს ყველას, რომ ბოდიში მოუხადონ, ვინც მისი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა.

აბაშიძემ, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით დაწერა: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

აბაშიძე წერს, რომ მისი კომენტარი ეხება ყველას, არა მხოლოდ აზერბაიჯანელებს და მისი ეროვნული შუღლის გაღვივებაში დადანაშაულება, ცილისწამებაა. ის მხოლოდ უცენზურო სიტყვების გამო უხდის საზოგადოებას ბოდიშს.

"ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია, ეროვნული შუღლის გამღვივებელი! ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?). არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს - საქართველოს ყველა მოქალაქეს!" - წერს აბაშიძე facebook-ზე.

ის ასევე განმარტავს, რომ ზუსტად იმავეს დაწერდა საქართველოს ნებისმიერი სხვა კუთხის მოსახლეობაზე, თუ საგანგებოს წესებს დაარღვევედნენ.

"ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში", - წერს ბაშიძე.

მარნეულისადმი მიძღვნილი კომენატარი ზაზა აბაშიძემ იმავე საღამოს განავრცო და მოგვიანებით დაწერა: 

"კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

აბაშიძის კომენტარებს გუშინ, 4 მაისს გამოეხმაურა ევროპული საქართველო და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. 

პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი გადადგომასთან ერთად აბაშიძის მიმართ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას მოითხოვს და ამბობს, რომ ერთნიკური შუღლის გაღვივე ადა ძალადობისკენ მოწოდება კანონით ისჯება. 

 

კომენტარები