მეწყერი

თუშეთი-ომალოს გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

თუშეთი-ომალოს გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მეწყერში, სავარუადოდ, რამდენიმე პირი მოჰყვა.

უწყებაში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე 5 სამაშველო ჯგუფი მიემართება.

საზოგადოებრივ მაუწყებელის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მათთან საუბარისას თქვა, რომ ზვავში 2 ადამიანია მოყოლილი, ისინი ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მასალა ახლდება.

კომენტარები