საერთაშორისო ფრენები

Turkish Airlines ივნისიდან ფრენების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს

Reuters

ავიაკომპანია Turkish Airlines გეგმავს, ივნისიდან ეტაპობრივად დაიწყოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ფრენების აღდგენა.

კომპანიის აპრილის გეგმის თანახმად, ივნისიდან ფრენები 19 ქვეყანაში განახლდება და მათ შორის საქართველოცაა.

ქვეყნების 99%-ში ფრენების აღდგენას Turkish Airlines სექტემბრისთვის გეგმავს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო ფრენების შეწყვეტამდე ავიაკომპანია მსოფლიოს 126 ქვეყანაში დაფრინავდა.

ამასთან, კომპანია ივნისისთვის გეგმავს, შიდა ფრენების 60% აღადგინოს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც Turkish Airlines უკვე ივნისისთვის გეგამვს ფრენების აღდგენას, ასეთია:

კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხ. კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბელარუსი, ისრაელი, კუვეიტი, საქართველო და ლიბანი.

თავდაპირველად კომპანია კვირაში 75 ფრენას შეასრულებს.

კომენტარები