ოჯახში ძალადობა

შსს: რძალზე ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარისთვის ქალი დავაკავეთ

0 კომენტარი
ქალთა მიმართ ძალადობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარისთვის თბილისში 1 ადამიანი, 1962 წელს დაბადებული მ.ა დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ქალმა საკუთარ სახლში რძალს, 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, რომელიც ამავე სახლში ცხოვრობს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა. შსს-ს ცნობით, ქალი რძალს წარსულშიც დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები