black mirror

BLACK MIRROR-ის შემქმნელის თქმით, ახალი სეზონისთვის შესაფერისი დრო ახლა არაა

0 კომენტარი

სერიალ BLACK MIRROR-ის შემქმნელის, ჩარლი ბრუკერის თქმით, იგი დარწმუნებული არაა, რომ აუდიტორია სერიალის ახალ სეზონს, ამ ეტაპზე, გაუმკლავდება.

ამის შესახებ "შავი სარკის" შემქმნელმა "Radio Times"-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი შეფასებით, მსოფლიოში საზოგადოების განწყობა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, არ ერგება სერიალის ფორმატსა და შინაარსობრივ დატვირთვას.

"ამ მომენტისთვის, არ ვიცი იქნება თუ არა სასურველი და გამკლავებადი ისტორიების ნახვა საზოგადოებების ჩამოშლაზზე", - ამბობს სცენარისტი.

მისივე ცნობით, იგი სერიალის ახალ სეზონზე არ მუშაობს. როგორც ჩარლი ბრუკერი ინტერვიუში განმარტავს, ის კომიქსების შექმნითაა დაკავებული, ისეთ სცენარებზე მუშაობს, რაც მასვე გააცინებს და გაახალისებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები