მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

რას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული ტურიზმის სტიმულირების გეგმა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

მთავრობამ ტურიზმის ეტაპობრივი გახხსნისა და მხარდაჭერის ახალი გეგმა წარმოადგინა. მთავრობის ცნობით, გეგმის მოცულობა 200 მილიონი ლარია და სექტორის მხარდაჭერის სხვადასხვა ზომას ითვალისწინებს. 

  • ტურიზმის სექტორის გათავისუფლება ქონების გადასახადისგან 2020 წელს — ღირებულება 45 მილიონი ლარი;
  • საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე — ღირებულება 90 მილიონი ლარი;
  • 80 მილიონ ლარამდე მქონე ბრუნვის სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ 5 მილიონი ლარი — ღირებულება 60 მილიონი ლარი;
  • ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა — ღირებულება 5 მილიონი ლარი. 

მთავრობის გეგმის თანახმად, შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან გაიხსნება. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურობას, უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლა პირველი ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

მთავრობაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ტურიზმისთვის ქვეყნის გახსნის მომენტში მზად იქნება უსაფრთხოების აუცილებელი ზომები და ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი სავალდებულო აღარ იქნება. დროში შემცირდება უსაფრთხოების აუცილებელი ზომები, რომლებსაც მოგზაურები საზღვარზე გაივლიან და მთავრობის ცნობით, პროცედურები სულ 1 საათს გაგრძელდება. 

მთავრობაში, ასევე ამბობენ, რომ გასულ თვეებში საკარანტინო სივრცეებად სასტუმროების გამოყენებამ ბიზნესი მომავალი გამოწვევებისთვის მოამზადა და ტურისტულ სექტორს უსაფრთხოების ახალ ზომებზე გადასაწყობად დამატებითი დრო არ დასჭირდება.

ტურისტული სექტორი საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, მხოლოდ გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსულმა თანხამ 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები