სააკაშვილი უკრაინაში

კალაძე სააკაშვილის დანიშვნაზე: მოგონილი თანამდებობაა, თუმცა სკეპსისს იწვევს ხელისუფლებაში

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე "მოგონილს" უწოდებს თანამდებობას, რომელზეც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა, თუმცა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ეს მაინც "სკეფსისს იწვევს". 

კალაძე მადლობას უხდის რადას დეპუტატებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ვიცეპრემიერად არ დაინიშნა:

"მადლობა მინდა გადავუხადო რადას დეპუტატებს გონივრული გადაწყვეტილებისთვის, რომ სააკაშვილს ვიცეპრემიერად გამწესების შესაძლებლობა არ მისცეს. თუმცა, ეს თანამდებობაც - მოგონილი თანამდებობა, რომელიც იქნა შეთავაზებული - გარკვეულ სკეპსისს იწვევს ხელისუფლებაში. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს", - ამბობს კალაძე.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მანამდე, 22 აპრილს, სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო. 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს დააზიანებდა.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა, უმაღლეს რადაში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები