აშშ-საქართველო

აშშ საქართველოს დამატებით 27 ათას ტონა ხორბალს ჩუქნის

Shutterstock

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს დამატებით 27 ათას ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს.

"აშშ-მ დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან საზოგადოებას პანდემიასთან გამკლავებაში", - ამბობს დეგნანი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

აშშ-სგან საქართველომ 2019 წლის დეკემბერში 27 ათასი ტონა ხორბალი უკვე მიიღო.

"დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის "სურსათი პროგრესისთვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს", - აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში.

დეგნანი ხაზს უსვამს, რომ მაშინ, როცა ზოგიერთი ქვეყანა პანდემიის პირობებში ხორბლის ექსპორტს კრძალავს, აშშ მეგობარ ქვეყნებს ეხმარება.

"აქ, საქართველოში, საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას", - ამბობს ის.

შედარებისთვის, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი პირველ ივლისამდე აკრძალა.

კომენტარები