ჯარიმები

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 153 მოქალაქე დააჯარიმეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევისთვის 153 ადამიანი დაჯარიმდა. 

პოლიციამ, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა.

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 3 ადამიანი დაჯარიმდა. 

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა, შსს-ს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 37 მოქალაქე დააჯარიმეს.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კომენტარები