ფასიანი ქაღლდები

ფინანსთა სამინისტრომ 80 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა და მოთხოვნამ 131.5 მილიონი ლარი შეადგინა.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 364 დღეს შეადგენს, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.65%-ს, მაქსიმალური 8.74%-ს, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.721%-ს.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია, რომლის გაყიდვითაც სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები